ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: რა ელემენტებზე მოწმდება ავტომობილი ტექინსპექტირებისას?

ტექინსპექტირების პროცესი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს:

1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;

2. სამუხრუჭო აღჭურვილობა;

3. საჭით მართვის სისტემა;

4. ხილვადობაა;

5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;

6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;

7. შასი და მისი შემადგენლები;

8. სხვა მოწყობილობები;

9. უარყოფითი ზემოქმედება;

10.დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;

კითხვა: გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირება როგორ ხდება?

პირველ რიგში საჭირო არის გაზის ბალონის ვარგისობის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა გაზის ბალონის ინსპექტირების აკრედიტირებულ ცენტრებში. აღნიშნულ დოკუმენტს წარადგენთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პტი ცენტრში ავტომიბილის ტექინსპექტირებისას.

იმ შემთხვევაში თუ პტი ცენტრში პირველად ინსპექ. ვერ წარადგენთ გაზის ბალონის ინსპექ. დოკუმენტს, პტი ცენტრში ტექინსპექტირებისას დაგიხარვეზდებათ ავტომობილი ამ კონკრეტულ კომპონენტზე და მოგეცემათ 30 კალენდარული დღე აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

კითხვა: როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში თუ ავტომობილმა ვერ გაიარა ტექინსპექტირება?

თუ ავტომობილმა ტექინსპექტირება პირველივე ცდაზე ვერ გაიარა, გეძლევათ ვადა 30 კალენდარული დღე (კალენდარული ნიშნავს შაბათ-კვირებისა და დასვენების დღეების ჩათვლით 30 დღეს) ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ავტომობილის წესრიგში მოსაყვანად. ამ პერიოდში არ ჯარიმდებით ვიდეო კამერის ან პატრულის მიერ.

განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასოა იგივე პტი ცენტრში ან იგივე პტი ცენტრის ფილიალში და ავტომობილი მოწმდება მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რომლებზეც ხარვეზები გამოვლინდა. იმ შემთხვევაში თუ განმეორებით ტექინსპექტირებისთვის სხვა პტი ცენტრს მიაკითხავთ, მოგიწევთ თანხის სრულად გადახდა და ინსპექტირებაც ყველა პარამეტრზე ჩატარდება.

კითხვა: როდესაც სხვის სახელზეა ავტომობილი რა საბუთებია საჭირო ტექინსპექტირების ცენტრში წარსადგენად?

საჭიროა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის (ტექ.პასპორი) წარდგენა.

უსაფრთხოების ღვედი არ მუშაობს გამართულად დახარვეზდება ავტომობილი?

აუცილებელია უსაფრთხოების ღვედი გამართულად ფუნქციონირებდეს, რადგან ღვედი უზრუნველყოფს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებას ავტოსანტრანსპორტო შემთხვევების დროს.